ქრისტიანული ხელოვნება


ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებას საქართველოში თითქმის ორი ათასი წლის ისტორია აქვს. 326-37 წლებს შორის ნათელღებულ ქვეყანაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო სატაძრო-სამონასტრო მშენებლობაცა და მასთან დაკავშირებული ხელოვნების დარგების განვითარებაც. უფრო მეტიც, საკუთრივ საქართველოს გარდა ჩვენს წინაპრებს ეკლესიები და მონასტრები ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანეს ცენტრებშიც უშენებიათ (მაგ.: Vს-ში პეტრე იბერის მიერ დაარსებული მონასტრები იერუსალიმის მახლობლად, X-XI სს-ის ეკლესია-მონასტრები პალესტინაში, სინას, ათონისა და შავ მთებზე, კონსტანტინოპოლში, კუნძულ კვიპროსზე და სხვ.), სადაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდნენ ღვთის სადიდებელ საქმიანობას.
ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ისტორიის შესახებ “ამბიონს” ესაუბრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორი, ხლოვნებათმცოდნეობის 

        “ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულმა ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ძეგლების დიდმა ნაწილმა ჟამთა სიავის გამო ჩვენამდე ვერ მოაღწია. მოღწეულიდანაც ბევრი მნიშვნელოვნად დაზიანებული და სახეცვლილია, მაგრამ ისიც კი, რაც ღვთის შეწევნით შემოგვრჩა, აშკარად მოწმობს, რომ ძველი ქართველი ოსტატების ნაღვაწი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებისაა და მას ქრისტიანული კულტურის საგანძურში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვარი, წრომი, ოშკი, კუმურდო, ბაგრატი, სვეტიცხოველი, ალავერდი, სამთავისი და მრავალი სხვა წმიდა ეკლესია სამშენებლო ხელოვნების ნამდვილი შედევრია. ისინი, ტიპოლოგიურად, მასალით თუ ინტერიერისა და ექსტერიერის გაფორმების პრინციპებით საკმაოდ მრავალფეროვანია. ცხადია, ესა თუ ის ტაძარი ეპოქალური სტილური ნიშნებისა და ამა თუ იმ რეგიონისთვის დამახასიათებელი სამშენებლო ტრადიციების გამომხატველი და ზოგადქრისტიანული სიმბოლიკის მატარებელიცაა, მაგრამ არსებობს საინჟინრო თუ მხატვრული თავისებურებები, რითაც შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურა სხვა ქრისტიანული ქვეყნების არქიტექტურისგან აშკარად გამორჩეულია.

                                                       

No comments:

Post a Comment