Wednesday, December 12, 2012
ქრისტიანული ხელოვნება
ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებას საქართველოში თითქმის ორი ათასი წლის ისტორია აქვს. 326-37 წლებს შორის ნათელღებულ ქვეყანაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო სატაძრო-სამონასტრო მშენებლობაცა და მასთან დაკავშირებული ხელოვნების დარგების განვითარებაც. უფრო მეტიც, საკუთრივ საქართველოს გარდა ჩვენს წინაპრებს ეკლესიები და მონასტრები ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანეს ცენტრებშიც უშენებიათ (მაგ.: Vს-ში პეტრე იბერის მიერ დაარსებული მონასტრები იერუსალიმის მახლობლად, X-XI სს-ის ეკლესია-მონასტრები პალესტინაში, სინას, ათონისა და შავ მთებზე, კონსტანტინოპოლში, კუნძულ კვიპროსზე და სხვ.), სადაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდნენ ღვთის სადიდებელ საქმიანობას.
ისრორია
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნებრივის საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ.
Subscribe to:
Posts (Atom)



